წარმატებული საიტის წესები

წესი №1:

Web-დიზაინი და დიზაინი არ არის ერთი და იგივე.
   საიტის შექმნის დროს, ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლების ქცევებს ინტერნეტში. მაგალითად, ინტერნეტში მომხმარებლების უმეტესობა კი არ კითხულობენ, არამედ ათვალიერებენ ტექსტებს. საიტის გადატვირთვამ დიდი რაოდენობის გრაფიკებით მცირე ინფორმაციის შემთხვევაში, შეიძლება საიტი გახადოს ცუდი შესახედაობის საძიებელ სისტემებისთვის. ხოლო განსაზღვრული ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება შეუძლებელი გახადოს ბევრი გვერდის ინდექსაცია საძიებელი სისტემებისათვის. ყველა ამ ნიუანსის გათვალიწინება აუცილებელია ინტერნეტ-საიტის შექმნის დროს.  


წესი №2:

“ჩემი ვებ-საიტი ჩემთვის კი არა ჩემი მომხმარებლებისთვისაა”.
   ეს ფრაზა დაკავშირებულია იმ უდავო წესთან, რომლის მიხედვითაც, ვებ-საიტის შექმნის დროს აუცილებელია იხელმძღვანელო კომპანიის მომხმარებლების ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვაისწინებით და არა ხელმძღვანელის პირადი ინტერესების გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შექმნათ ისეთი რესურსი, სადაც მარკეტინგული და სანფორმაციო ფუნქციები დაყვანილი იქნება ნულამდე და სარგებელი მისგან არ გექნებათ არანაირი. ასეთი უსარგებლო საიტები ინტერნეტში ძაიან ბევრია.. 

წესი №3:

არ არის საჭირო იმაზე ფიქრი თუ სად უნდა დააჭიროთ.
   ინტერნეტ მომხმარებლებს არ უყვართ დაფიქრება იმაზე, თუ საიტის დათვალიერების დროს სად უნდა დააჭირონ, რომ გადაწყვიტონ თავიანთი გადაწყვეტილებები. მაგ: ნახონ ფასები, ან რომელიმე მომსახურების პირობები. თუ ისინი მაშივე ვერ მიხვდებიან რა უნდა გააკეთონ, ჩვეულებისამებრ გადადიან სხვა საიტზე. ამიტომაც, კორპორატიული საიტის დამუშავება გულისხმობს არა მხოლოდ ლამაზი დიზაინსა და საინტერესო ინფორმაციას, არამედ საიტის გამოყენების მოხერხებულობასაც (usability). კერძოდ, ნებისმიერი საიტის წარმატება დამოკიდებულია სამ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე: დიზაინი, კონტენტი (ტექსტები) და usability. საიტის შექმნის შემდეგ, ჩვენი დიზაინის სტუდია ყველაზე ეფექტური მეთოდით ტესტირებას უკეთებს საიტს, მოხერხებულობაზე და ნავიგაციის სისწორეზე. 

წესი №4:

web-გვერდი ძალიან სწრაფად იხსნება.
   დღესდღეობით როდესაც ინტერნეტის სიჩქარე განუწყვეტლივ იზრდება და ყველაფერი ხდება გაცილებით ხელმისაწვდომი, შეიძება მოგეჩვენოთ, რომ საიტის ოპტიმიზაცია დატვირთვის სისწრაფის გაზრდისათვის უკვე აღარ არის აქტუალური. მაგრამ, არ ღირს იმის დავიწყება, რომ ბევრი მომხმარებელი ინტერნეტში შესასვლელად მობილურსაც იყენებს GPRS, Wi-Fi. ამიტომაც, ჩვენი ვებ-დიზაინის სტუდია, საიტის შექმნის დროს აუცილებლად აკეთებს გრაფიკის ოპტიმიზაციასაც. 

წესი №5:

კონტაქტები web-საიტზე ჩანს ყველგან და ყოველთვის.
   ეს წესიც დაკავშირებულია საიტის გამოყენების მოხერხებულობასთან. თუ მომხმარებლები დაინტერესდნენ თქვენი პროდუქციით ან მომსახურებით და მოინდომეს თქვენთან დაკავშირება, თქვენ არ უნდა აიძულოთ ისინი, რომ დაიწყონ თქვენი საკონტაქტო მონაცემების ძებნა. ისინი თუ მომენტალურადვე ვერ ნახავენ მას, შეიძლება გავიდნენ საიტიდან. ამიტომაც, საკონტაქტო ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული ყველა გვერდზე. საიტის შექმნის დროს ჩენს დიზაინის კომპანიაში შესაბამისად ყოველთვის ვითვალისწინებთ ამ დეტალებს და ვიქცევით ასე.